saqarTvelos arxebi - alaznis arxi

 

სარწყავი არხი აღმოსავლეთ საქართველოში, შიგნიკახეთში, მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეზე. აგებული იყო XII საუკუნეში, სიგრძე 199 კმ და რწყავდა 53 ათას ჰექტარ მიწას. საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ დანგრეულა და ისევ აღდგენილია. მოგვიანებით აშენდა თანამედროვე საინჟინრო ნაგებობა - ალაზნის მაგისტრალური სარწყავი არხი (ნაწილობრივი ექსპლუატაცია - 1930, დამთავრდა 1933). არხის გამტარობა 18 მ³/წმ. რწყავს თელავის, გურჯაანის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების მიწებს (35 ათ. ჰა). 1964 წელს დაიწყო ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის მშენებლობა, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი საირიგაციო ნაგებობა იქნება. მისი მეშვეობით მოირწყვება შიგნი და გარეკახეთის 100 ათასზე მეტი ჰა მიწა.